თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თქმით, ის საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის წინააღმდეგი არაა და იმ შემთხევაში თუ საქართველოს შესაძლებლობა ექნება საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შელშეკრულება გააფორმოს, ის ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
ამ განცხადებით, მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით რომ საფრანგეთთან აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებას სწორედ მინდია ჯანელიძე უშლიდა ხელს.
შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიას განცხადებით მისი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო უსაფრთხოების მემორანდუმზე ხელმოწერა უნდა მომხდარიყო. საფრანგეთში ვიზიტად მყოფ ირაკლი ალასანიას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გადასცა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, პრემიერის სიტყვების თანახმად, მას საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის ხელი არ უნდა მოეწერა.
მასალის გამოყენების პირობები






