"საგარეო უწყება თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის მოლაპარაკებებში ჩართული არაა"
პოლიტიკა - 11:24, 30 Mar, 2015     1227
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, საქართველოში საჰაერო უსაფრთხოების შეიარაღების განთავსებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებასა და საფრანგეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში საგარეო უწყება ჩართული არ არის.

ამის შესახებ კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის.

„გავმიჯნო კომპეტენციის ფარგლებში კითხვები. მე რამდენადაც ვიცი საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ მოლაპარაკებებში ჩართული არ არის. დანარჩენი დეტალები, თუ გაგიმხელენ, შეგიძლიათ თავდაცვის სამინისტროს ჰკითხოთ", - განაცხადა დავით კერსელიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიას განცხადებით მისი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო უსაფრთხოების მემორანდუმზე ხელმოწერა უნდა მომხდარიყო. საფრანგეთში ვიზიტად მყოფ ირაკლი ალასანიას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გადასცა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, პრემიერის სიტყვების თანახმად, მას საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის ხელი არ უნდა მოეწერა.

მინდია ჯანელიძე განცხადებით, მსგავსი ხელშეკურლება, რაზეც თავდაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს, ბუნებაში არ არსებობს. თუმცა როგორც ჯანელიძე აღნიშნავს თუ საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა საფრანგეთთან გააფორმოს საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელშეკურლება, ამ ხელშეკრულებას მინისტრი ხელს მოაწერს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42