პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხაძიანის სახლთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაცულები და ხელისუფლება ვერ ახერხებს დამნაშავეების დასჯას, მაშინ, როდესაც ადამიანები მტკიცებულებების გარეშე არიან დაკავებული. ჩარკვიანმა მაგალითად „კაბელების საქმე მოიყვანა.
„ახლა გამოსვლები და საუბარი იმაზე, როგორი კარგი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან არ გვჭირდება. სასწრაფოდ უნდა გამოიცვალონ, თუკი უდანაშაულო ადამიანების გამომწყვდევა შეუძლიათ, კაბელების საქმეს ვგულისხმობ, მტკიცებულებები დადებული არ არის და ხალხი ჰყავთ დაჭერილი და დამნასავეების დაკავება არ შეუძლიათ? უნდა წავიდნენ თორემ შევცვლით. როგორც გირგვლიანის ამბებზე ვიდექი წვიმაში თუ ქარში, ისე დავდგები ახლაც ჩემ თბილისელებთან. სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ საქმე და გადადგეს მთავრობა,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე გასროლით მოკლეს.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






