უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის დროულად გამოძიებაზე საუბრობს.
დეპუტატის თქმით, ხშირ შემთხვევაში მსგავსი ფაქტები ზეგავლენას ახდენს მოქალაქეების განწყობაზე, რომ მათი უსაფრთხოება არ არის დაცული.
„ძალიან მინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ის გამოძიება. ოჯახს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, თუმცა საზოგადოებასაც არანაკლებ სჭირდება გზავნილი ხელისუფლებისგან, რომ ის არის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა ადამიანის უსაფრთხოება არის დაცული,“-განაცხადა ანი მიროტაძემ.
ბესიკ ხარძიანს 28 მარტს საკუთარ სახლთან ესროლეს. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრხა მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






