"ციხეებს ადმინისტრაცია აკონტროლებს" - სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება
პოლიტიკა - 09:49, 30 Mar, 2015     1179

სასჯელაღსრულების სამინისტროში კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ციხეების მართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია სრულად აკონტროლებს.

ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია აკონტროლებს. სისტემაში ნებისმიერი სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მყისიერად, ადეკვატურად და კანონის ფარგლებში რეაგირებს.

მოგეხსენებათ, კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები, როგორც წესი, სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხვდებიან და მათი მხრიდან ყოველთვის არის მცდელობა იმისა, რომ არალეგიტიმური მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. ამ შემთხვევაში არსებული რეალობის განმსაზღვრელია ის, თუ სამინისტრო რას უპირისპირებს მათ ამ სურვილებს. სამინისტროს, მინისტრის მიდგომა ცალსახაა - ყველა, ვინც კანონს არ ემორჩილება ისჯება სრული სიმკაცრით, ეს იქნება მსჯავრდებული, ბრალდებული თუ სისტემის თანამშრომელი. ამის ნათელი მაგალითია N17 დაწესებულებაში ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ, როგორც მსჯავრდებულები, ისე დაწესებულების დირექტორი.

საგულისხმოა, რომ ლიდერობის მსურველები ნებისმიერ სოციუმში არსებობენ, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც. ამ დროს მთავრია ის, რომ დღეს სამინისტროს პოლიტიკა არ ახდენს ასეთი ტიპის მსჯავრდებულების წახალისებას და კანონით დადგენილი წესით იცავს სარეჟიმო პირობებს. გვსურს შეგახსენოთ, რომ სატელევიზიო ეთერით გაშუქებული სისტემაში არსებული შიმშილობებისა თუ თვითდაზიანებების შემთხვევები, უმეტესად განპირობებული იყო იმით, რომ კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი გავლენების დასაბრუნებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არეულობების ინსპირირებასა და ამით ადმინისტრაციისთვის თავიანთი პირობების კარნახს, რაც არაერთხელ აღინიშნა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებში. თუმცა, სწორედ სამინისტროს შეუვალმა და პრინციპულმა პოზიციამ უზრუნველყო ის, რომ საბოლოოდ დავანგრიეთ წლების მანძილზე დაწესებულებებში დამკვიდრებული ანარქია, უკანონობა და ჩამოვაყალიბეთ ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ჯანსაღი სისტემა, სადაც პროცესები სისტემურად უწყების ადმინისტრაციის მიერ იმართება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ მომავალშიც არ ვართ დაზღვეული რიგი პროვოკაციებისგან და მსგავსი არალეგიტიმური ქმედებებისგან, თუმცა, კანონის ფარგლებში, მიზანმიმართულად ვაგრძელებთ შეურიგებელ პოლიტიკას, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტისა და სუბკულტურისკენ მიდრეკილი სუბიექტების წინააღმდეგაა მიმართული“, -ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42