"მე მინდა გარკვეული პასუხი გავცე მთავრობის კანცელაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას. ძალიან მენიშნა ტონი და მე ეს ტონი მენიშნა ბოლო 20 წლის განმავლობაში. იმის შესახებ, რომ მსგავსი განცხადებები აღქმული იქნება, როგორც მთავრობის დისკრედიტაციის მცდელობა. ის დისკრედიტაცია, რომელიც განახორციელა დღვანდელი მთავრობის და სააკაშვილის გასტუმრების იდეის, "ქართული ოცნების" იდეის, რომელიც მოახდინა პრემიერ-მინისტრის ნათესავებმა, მე ამაში კონკურენციას ვერ გავუწევ ვერც მე და ვერც ვერავინ. ეს იქნება ჩემი პასუხი ირაკლი ღარბიაშვილისთვის, მე კონკურენციას ვერ გავუწევ მის ნათესავებს ხელისუფლების დიკრედიტაციაში. ბესიკ ხარძიანს ჰყავდა ერთადერთი მტერი და ეს მტერი იყო გიორგი უდესიანი", - განაცხადა ბესიკ ხარძიანის მეგობარმა ირაკლი კორძაიამ "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც განცხადებაში აღნიშნული, მთავრობის ადმინისტრაციისთვის მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებები. ,,გვინდა მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისიტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად ჩაითვლება“.
მასალის გამოყენების პირობები






