მთავრობის ადმინისტრაცია ხარძიანის ახლობლების განცხადებაზე: დაუსაბუთებელი ბრალდებები მიუღებელია
პოლიტიკა - 17:10, 29 Mar, 2015     1801
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ახლობლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დაუსაბუთებელი ბრალდება მთავრობის ყოფილი თუ მოქმედი წევრების მიმართ მიუღებელია.

"საქართველოს მთავრობის სახელით, გვინდა მწუხარება გამოვთქვათ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და სამძიმარი გამოვუცხადოთ მის ოჯახს, ახლობლებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავის დადგენა და დასჯა. ამ დღეებში მომხდარზე ბევრი კომენტარი კეთდება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. გაისმა ბრალდებები მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ. გვინდა მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42