,,ბესიკ ხარძიანის მკვლელობა თავისი სტილისტიკით და დანაშაულის გარემოებებით ძალიან ჰგავს ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას. ამიტომ ალბათობას,რომ ხარძიანი მოკლეს ნაციონალების დისკრედიტაციის მიზნით-საფუძველს მოკლებული არაა.მათ,ვინც ბიზნესმენ ხარძიანის მკვლელობა დაგეგმეს,მშვენივრად იცოდნენ ხარძიანის ნაცმოძრაობის მიმართ დამოკიდებულების შესახებ და სწორედ ამ მარტივ მოდელზე მოხდა გათვლა.ისიც საგულისხმოა,რომ მკვლელობა დაემთხვა ოცნების რეიტინგის უკიდურეს ვარდნას.რას აკეთებს ამ დროს ძალა,რომელსაც არ ძალუძს საკუთარ აქტივში პოლიტიკური პლიუსების ჩაწერა? სწორია,ის სხვისი დისკრედიტირების ხარჯზე ეცდება საკუთარი რეიტინგის ამაღლებას. ასე რომ,როგორც ძველი რომაელები მსგავს შემთხვევაში იტყოდნენ-ეძებეთ ის,ვისაც აწყობდა დანაშაულის ჩადენა.
ჩემი ღრმა რწმენით,ეროსი კიწმარიშვილის,იურა ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობათა უკან ერთი და იგივე ძალა დგას“- წერს მაია ორჯონიკიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






