თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, ბესიკ ხარძიანის ოჯახს სამძიმარი გამოუხატა.
"მე ამ განცხადებას ვამბობ, როგორც საზოგადოების წევრი და ასევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც მკვლელს, ასევე შემკვეთს, აუცილელად ვიპოვნით და პასუხს ვაგებინებთ," - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ ვის მერ არის ბრძოლა გამოცხადებული საზოგადოების წინააღმდგ, დეპუტატი პარალელებს ავლებს იური ვაზაგაშვილის საქმესთან და ამბობს, რომ ეს საქმეც ისევე გაიხსნება, როგორც ვაზაგაშვილის საქმე. მისი თქმით, გამოძიებამ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე მოლოდინი იყო. სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ასევე წარმატებით გამოიძიებს ხარძიანის მკლელობას. სესიაშვილი ამბობს, რომ ასეთივე პასუხი გაეცემა ყველა იმ პირს, ვინც ასეთ მძიმე მდგომარეობამდე მიიყავანა ხარძიანი. სესიაშვილმა დაადასტურა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წევრებს გულისხმობდა, მისი თქმით, სწორედ მათ მიერ ხდებოდა ბესიკ ხარძიანის დევნა, თუმცა სესიაშვილი ამბობს, რომ ის ხელს არავის ადებს და დაელოდება გამოძიების შედეგებს.
„შეტევა ხორცილდება იმ პირებზე, რომლებიც იყვნენ წინა ხელისფლების მსხვერპლი და რომლებიც ცდილობდნენ სამართლიანობის აღდგენას ჩვენი ხელსუფლების პირობებში,“ - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






