,,მე უდესიანთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, ვუსამძიმრებ ბესო ხარძიანის ოჯახს, სამწუხაროდ ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. თქვენ გახსოვთ გამოიძებელი მკვლელობა თელავში, როცა ასევე მოტოციკლეტით ჩაურა ადამიანმა და მოკლა. ასევე არ არის გამოძიებული ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა, ვაზაგაშივილი და მთელი რიგი პროცესები, რომელიც საქართველოში კრიმინალის მომძლავრებისა და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის გამო ხდება, ვინც არ უნდა იყოს ასეთი დანაშაულის უკან, კატეგორიულად მოვითხოვ, პროკურატურამ საქმე გააკეთოს გახსნას დანაშაული, ოღონდ რეალურად და ყველა უნდა დაისაჯოს სასტიკად. სწორედ ასეთი ტიპის დანაშაულის არდასჯა იწვევს მთელ ჯაჭვს, ის, ვინც თელავში დანაშაული ჩაიდინა, რომ დასჯილიყო და რამდენადაც ამბობენ, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები აფარებენ ხელს, დღეს ეს არ მოხდებოდა თბილისში დღისით მზისით. მე ასეთი რამე მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისში ძალიან შავ კოშმარად“ - აცხადებს მაჭავრიანი.
რაც შეეხება გია უდესიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, მაჭავარიანი ამბობს, რომ პარტიას არანაირი კავშირი არ აქვს უდესიანთან, მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრების გადაბირება საკრებულოში. დეპუტატის თქმით, ხელსიუფლება ტყუილად ცდილობს უდესიანის მეშვეობით ხელი ნაციონალური მოძაობისკენ გაიშვიროს.
,,ყოველგვარ კავშირს მივიჩნევ აბსურდად და სამწუხაროდ ხელისუფლებისგან ეს პრველი არ არის. გაიხსენეთ ადამიანის ჩანთით გატაცება, როცა პრემიერმა უსინდისოდ ხელი დაადო ,,ნაციოანლურ მოძრაობას“. პირიქით, ჩვენ გვაქვს საწინააღმდეგო ინფორმაცია, საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრების გადაბირებასთან დაკავშირებით. თუ ხარძიანს ჰქონდა პრობლემები უდესინთან, ნაციონალურ მოძრაობას ამ ადამიანთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ სწორედ მისი სახელი იყო იონათამიშვილის გადაბირებასთან დაკავშრებული. სწორედ ამ ადამიანის გვარი ფიგურირებდა“ - აცხადებს მაჭავარიანი. მისივე თქმით, ვინც არ უნდა იყოს სასტიკად უნდა დაისაჯოს, მაგრამ პასუხისმგებლობა ხელისუფლბაზეა.
,,მთლანად ეკისრება მათ პასუხსიმგელობა და ამას უდესიანები ვერ უშველის, დაიჭირონ ასე უაპელაციოდ საუბარი არის მანიშნებელი იმისა, რომ ეს ადმაინები არ აპირებენ დანაშაულის გამოძიებას, იგივე მოხდა ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ერთი ცოდვაა დანაშაული და უფრო მძიმე ცოდვაა კიდევ დაბრალება, მე ვიცნობდი ბესოს და ვუსამძიმრებ ოჯახს“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






