,,...თითქოს ამ გაზაფხულს ნუში და ნეპოტიზმი ერთად აყვავდა“ - GNCC IDFI-ს ბრალდებებს პასუხობს
პოლიტიკა - 19:57, 28 Mar, 2015     1546
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია IDFI-ს პუბლიკაციის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ აბაშიძის პოზიციას ავრცელებს და ბრალდებებს პასუხობს.

საქმე ეხება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს კომისიაში უმრავლესობის დეპუტატების ოჯახის წევრების დასაქმების შესახებ.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცლებულ განცხადებას.

„მედიაში IDFI-ს პუბლიკაციის იგვარი ინტერპრეტაცია მოხდა და ისეთი სურათი დაიხატა, თითქოს ამ ადრიან გაზაფხულს ნუში და ნეპოტიზმი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ერთად აყვავდა, რაც, თავისთავად, მცდარი და მიუღებელია.

· არც ერთი პირი, რომელზეც გაკეთდა აქცენტი , არც ჩემი და არც რომელიმე კომისიის წევრის ნათესავი არ არის;

· რატომღაც მედიაში არ დაზუსტებულა, რომ თითქმის ყველა მათგანი კომისიის აპარატში დასაქმდა მანამ, სანამ მოხდებოდა კომისიის წევრთა შემადგენლობის განახლება და კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა (თუმცა აქ კანონსაწინააღმდეგო არაფერია). ანუ არსებული მოცემულობა ჩვენ გვერგო მემკვიდრეობად. ამავე დროს, განვმარტავ, რომ მემკვიდრეობა კიდევ უფრო მძიმეა და გაცილებით შორს და ღრმად მიდის, რაც ასევე გასაანალიზებელი და გასათვალისწინებელია;

· სწორედ იმიტომ, რომ მემკვიდრეობა არ მოგვწონს და აუცილებლად შესაცვლელია - კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა აპარატის ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციაზე, უახლოეს მომავალში დამტკიცდება ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. რეორგანიზაციის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის და საჯაროობის სრული დაცვით;

· სწორედ იმიტომ რომ, მემკვიდრეობა არ მოგვწონს და შესაცვლელია, ჩვენ ვიზიარებთ IDFI-ს რეკომენდაციებს და არა თუ ვიზიარებთ, არამედ თავად გახლდით კონკრეტული წინადადებების ინიციატორი რამდენიმე თვის წინ გამართულ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე, რომელსაც IDFI-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ;

· და ბოლოს - ვუხდი ბოდიშს ყველას, განსაკუთრებით ურიცხვ ახლობლებს და მეგობრებს, ვისი თხოვნაც (ასევე ურიცხვი) კომისიის აპარატში დასაქმების თაობაზე დღემდე ვერ თუ არ გავითვალისწინე და მომავალშიც ვერ გავითვალისწინებ, თუ მათი პროტეჟეების მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია არ დადასტურდა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42