„მოკლედ, ეს არის ჩემი პირველი და (იმედია) ბოლო კომენტარი ამ თემაზე“, - აცხადებს ბლოგერი გურამ შეროზია და კესარიასთან რომანტიკულ ურთიერთობაზე გავრცელებულ ჭორს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შემდეგი პოსტით პასუხობს.
გურამ შეროზია: მოკლედ, არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას და მეგონა ისედაც ნათელი იყო ყველაფერი, მაგრამ გამაგიჟა ამ ხალხის "უტვინოებამ" და შესაბამისად, ვაკეთებ ერთ პატარა კომენტარს:
1. ბლოგ პოსტიდან თუ შეგიძლიათ ლოგიკური აზრის გამოტანა, მარტივად მიხვდებით, რომ არცერთი წინადადებიდან არ გამომდინარეობს ჩემი და კესარიას სიყვარული;
2. კესომ რომ იხუმრა თავის ვოლზე "ხომ გითხარი შეგიყვარდებიმეთქი" - ეს არის ფაქტი, რომ დღეს არა და ხვალ ჯვარს ვიწერთ?
3. არც ჟურნალისტებს უთქვამთ ტყუილი, დაწერეს, რომ მე მოვიხსენიე ბლოგ პოსტში და რომ მან მომნიშნა სტატუსზე და დაადეს ეტაპაჟური სათაური.
მოკლედ, აქ არავინაა "დამნაშავე", არც მე, არც კესო, არც ვებ პორტალები... ცოტა ტვინის განძრევა იყო უბრალოდ საჭირო, მკითხველებო + ცოტაოდენი ლოგიკა.
თუ ბლოგ პოსტი ვერ გაიგეს, ვერც ამ სტატუსს გაიგებს "ბედნიერი ერი", ჰოდა, მარტივად და გასაგებად ვიმეორებ: მე და კესო "ნი ტო შტო" არ ვართ ერთად, არც კი ვიცნობთ ერთმანეთს ლაივში, ერთხელაც კი არ გვინახავს! :დ
- დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს დაიჯერა, იმათაც, ვინც პიემში მომწერეს, რომ ჩემთან მეგობრობის, ნათესაობის, ნაცნობობის რცხვენიათ და ა.შ. გაძლევთ პირობას, ამის აღარასდროს შეგრცხვებათ და აწ უკვე ვეღარც იამაყებთ, თავისუფლები ხართ ჩემგან
ახლა, როცა დადასტურდა, რომ ცრუ განგაში იყო, ბოდიშებს და საკუთარი გადაფურთხებულების ალოკვებს აღარ ვიღებ.
მოკლედ, ეს იყო ჩემი პირველი და (იმედია) ბოლო კომენტარი ამ თემაზე!
მასალის გამოყენების პირობები






