უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანი კონსტიტუციის სრულყოფაა და არა ახალი კონსტიტუციის შექმნა. აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა დღეს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის გახსნისას გააკეთა.
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დროსვე ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ უნდო ჰქონოდა ამ პროცესს ზედმეტი და არასასურველი აჟიოტაჟი, რომ ახლა უკვე ახალი ხელისუფლება აპირებს თავისთავზე მოირგოს კონსტიტუცია. ეს ასე არ არის და ამას ადასტურებს თავისთავად კომისიის მუშაობის პროცესი. ჩვენ ამოცანაა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საკონსტიტუციო კომისიის სხდომა დღეს იმართება, სხდომაზე კომისიის ხუთი ჯგუფის მუშაობის შედეგები უნდა განიხილონ, რომლებიც ძირითადად სასამართლოს, პროკურატურისა და არჩევნების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ეხება. ცვლილებები ასევე შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასაც.
სახელმწიფო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე უკვე წელიწადნახევარია მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები






