ავთანდილ ბერიძე აჭარის ა/რ-ს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს
პოლიტიკა - 11:40, 28 Mar, 2015     1459
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ბერიძის თქმით ის ამ საკითხს დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომსზე დააყენებს. ამის შესახებ ავთანდილ ბერიძემ კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის კონსტიტუცია გარკვეულ პუნქტებში წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. წინააღმდეგობები უკავშირდება პრეზიდენტსა და მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

"საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციასთან აჭარის კონსტიტუციის მიმართებას. არის პრობლემები, რომლებიც გადასაწყვეტია, რადგან გარკვეულ პუნქტებში აჭარის კონსტიტუცია წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ეს მოსაგვარებელია და სწორედ ამისთვის არის შექმნილი საკონსტიტუციო კომისია, როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუცვიაში შევიდა ცვლილებები და ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულ ინსტიტუტებთან მიმართებაში ერთი წლის წინ მიდგომები შეიცვალა, აჭარის კონსტიტუციაში კი შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა და დღესაც დარჩენილია ძველი მიდგომები, ურთიერთობები და დათქმები, ამიტომ ეს სასწრაფოდ და უახლოეს მომავალშია შესაცვლელი," - აღნიშნა ბერიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში 11:00 საათიდან მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42