დაგეგმილია საკონსტიტუციო კომისიის მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის პრეზენტაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ განხორციელებული სამუშაოსა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კომისიის საქმიანობის მხარდაჭერის შესახებ.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა კობახიძე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ანგარიშს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი, ზურაბ ჯიბღაშვილი, წარადგენს.
პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე გააკეთებს.
დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ანგარიშს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან ბეჟაშვილი წარმოადგენს.
ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის ანგარიშის პრეზენტაციას კი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან ბოძაშვილი, წარადგენს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში 11:00 საათზე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






