გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ნინო ბურჰანაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ მის პოლიტიკურ გუნდს შეუძლია საზოგადოების მოთხოვნების შესრულება და ეს "პატრიოტთა ალიანსის წევრებს არ უნდა ეწყინოთ. ბურჯანაძე "პატრიოტთა ალიანსტან მომავალში თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
"ჩვენც და „პატრიოტთა ალიანსიც ორივე ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, მე ძალიან კეთილად ვარ განწყობილი „პატრიოტთა ალიანსის" ცალკეული წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ მოსახლეობა შეადარებს იმას, თუ ვის შეულძლია საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნების შესრულება და ნათლად დაინახავს ჩვენს უპირატესობას ნებისმიერ სხვა ძალასთან.
რაც შეეხება რამე ტიპის ალიანსს, ჯერ ნაადრევია ამასთან დაკავშირებიტ საუბარი, დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი, რადგან გვაქვს საკმარისი ძალა, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები."-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






