„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას რუსეთში ჩასვლას და ხელისუფლებასთან „ელემენტარულ საკითხებზე“ საუბარს ურჩევს.
როგორც გადაცემა „რეაქციაში“ ნათელაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე უნდა ჩადიოდეს მოსკოვში და მათ ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე ესაუბრებოდეს.
„უსუფაშვილ-ხიდაშელს დედამიწის შემოსავლელად დაუხარჯიათ მილიონ 800 ათასი. დღეს საღამოს გავიგე. მათი ვიზიტების თანხებია. მათ შორის ბატონი უსუფაშვილი ურუგვაი-პარაგვაიში ბრძანდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ხარ ურუგვაი-პარაგვაიში რა გინდა, ჩადი რუსეთში და დაელაპარაკე ნარიშკინს, რომ ჩვენი მოქალქეებისთვის ამოქმედდეს უვიზო რეჟიმი რუსეთში. კაი გლობალურ საკითხებს ვერ წყვეტავ, გლობალურ საკითხებს ვერ აგვარებ, მაგრამ დაელაპარაკე ელემენტარულ საკითხზე. რა გინდა პარაგვაიში და ურუგვაიში? გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა რა მოჰქონდაო... ჩადი რუსეთში“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






