კობახიძის თქმით, სამსახურის ჯეროვნად შესრულებისთვის მერიის თანამშრომლებს სწრაფი გადაადგილება სჭირდებათ. როგორც კობახიძე აღნიშნავს დავით ნარმანიას პერიოდში მერიაში ავტოპარკი არ განახლებულა.
"ვერავის დავავალდებულებთ, იარონ ურმებით და ველოსიპედებით. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადაადგილება, რათა მერიის თანამშრომლებმა სამუშაო ჯეროვნად შეასრულონ და ემსახურონ ხალხს", - აღნიშნა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში დღეს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ზაზა ვეკუამ ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, მერიის ჩინოვნიკებს 267 ავტომანქანა ემსახურება, რომლის შენახვის წლიური ხარჯი, მძღოლის შრომის ანაზღაურება, სათადარიგო ნაწილებით და საწვავის უზრუნველყოფით 2,5 მილიონ ლარზე მეტია. ზაზა ვეკუამ ავტოპარკის და ხარჯების შემცირება მოითხოვა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






