კაჩინსკის საქმე და პოლონეთის გამბედაობა - რატომ უნდა ვიყოთ ევროპასთან და არა რუსეთთან
პოლიტიკა - 17:54, 27 Mar, 2015     1650
პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფასა და პრეზიდენტის დაღუპვაში, ბრალი ორ რუს დისპეტჩერს წაუყენა. პოლონეთმა ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ რუსეთის მხარეს ღიად დააკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. რამდენიმე კვირის წინ, პოლონეთის ხელისუფლებამ რუსეთს თვითმფრინავის ნამსხვრევების გადაცემის მოთხოვნით მიმართა. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სანამ გამოძებასთან დაკავშირებული პროცედურები არ დასრულდება, ნამსხვრევების გადაცემა ვერ მოხერდება. სავარაუდოა, რომ რუსეთი პოლონეთის მხარეს არც დისპეჩერებს გადასცემს. გამოძიებისთვის კი მნიშვნელოვანია დაიკითხონ პოლონეთის სამხედრო პროკურატურის მიერ დანაშაულში ეჭვმიტანილი დისპეჩერები სწორედ იმისათვის, რომ დადგინდეს იყო ეს დაუდევრობით მომხდარი შემთხვევითობა თუ შეგნებულად მოწყობილი კატასტროფა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები შეეწირნენ.

,,ძალიან ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, რომ დიდი წვლილი მიუძღვის ამ ტრაგედიაში რუსეთის ფედერაციას. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს იყო შეგნებულად მოწყობილი კატასტროფა. ჩატარდა რამდენიმე გამოძიება, მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ რუსეთის ყოველთვის უარს ამბობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. რუსეთის ორგანიზაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იძიებს ასეთი ტიპის საჰაერო კატასტროფის მიზეზებს, მან დადო დასკვნა, რომ ამ კატასტროფაში 100%-იანი ბრალი მიუძღვით მფრინავებს, პრეზიდენტის პირად მფრინავებს.

ბუნებრივია, რომ რუსეთი არ ითანამშრომლებს პოლონეთთან, ის უარს იტყვის თავი მოქალაქეების დაკითხვაზე და ამის შემდეგ საკმაოდ საინტერესო და რთული მოვლენები განვითარდება. სანამ პუტინის რეჟიმი ბოროტების იმპერიაში ცოცხალია, ჩვენ ბოლომდე ვერ გავიგებთ რა მოხდა სინამდვილეში.

სანამ არ დაიკითხება ეს ორი ავიადისპეჩერი, ვერ იქნება დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, ანუ ვერ დაიდება მტკიცებულება - ეს იყო მართლაც დაუდევრობა თუ იყო შეგნებულად მოწყობილი ავიაკატასტროფა“ - აცხადებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი, რომელიც ბოლო დროს, რუსეთის ფედერაციის აეროპორტებში მოხშირებულ კატასტროფებზე მიუთითებს.

,,ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი ასეთი ,,დაუდევრობა“ ხდება რუსეთის აეროპორტებში. გაიხსენეთ, რამდენიმე თვის წინ დაიღუპა უმსხვილესი ფრანგული კომპანიის თვითმფრინავი იმის გამო, რომ როცა მისი თვითმფრინავი დაიძრა ასაფრენად, მოულოდნელად მის გზაზე აღმოჩნდა თოვლის გამწმენდი მანქანა. ასეთი ფაქტები რუსეთის აეროპორტებში ბოლო დროს საეჭვოდ მომრავლდა.

ძალიან კარგია, რომ პოლონეთის სამხედრო პროკურატურას ეყო გამბედიაობა, რომ 5 წლის შემდეგ მან მაინც თქვა, რომ ეს არ იყო კაჩინსკის მფრინავების ბრალი და რომ რეალურად ბრალი მიუძღვით იმ დისპეჩერებს, რომლებიც მართავდნენ აეროპორტებს, პოლონეთის ხელისუფლებამ გაბედა და თქვა სიმართლე. რუსეთის ყველაფერს აკეთებს, რომ ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდეს.

ბოლო პერიოდში არაერთი კატასტროფა და მკვლელობა უკავშირდება პუტინის რუსეთს. მათ შორის ლიტვინენკოს საქმე, რომელშიც დიდი ბრიტანეთი ფაქტობრივად ღიად საუბრობს უკვე რუსეთის დანაშაულზე. ამას ემატება დღეს უკვე კაჩინსკის ტრაგედია. გავიხსენოთ, საქართველო, იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებდა რომელიმე ოპოზიციონერის ლიკვიდაციას, ქვეყანაში ქაოსის მოწყობის მიზნით... ეს ყველაფერი ცხადყოფს თუ რატომ არ უნდა ვცდილობდეთ რუსეთთან შეძრომას და რატომ უნდა ვიყოთ იქ, სადაც არის პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და განვითარებული ევროპა“ - აღნიშნავს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42