თავდაცვის სამინისტრო გამჭვირვალობის კუთხით ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა - ჯანელიძე
პოლიტიკა - 16:41, 27 Mar, 2015     950

საქართველოში ვიზიტით სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება.

დღეს, თედ ვაითსაიდი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ მიიღო.

თავდაცვის მინისტრმა თედ ვაითსაიდს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ალიანსის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და თავდადებას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ მომეცა შესაძლებლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შევხვედროდი. საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. ნატო ძალიან აფასებს საერთაშორისო მისიებში ქართული კონტინგენტების მონაწილეობას, განსაკუთრებით ავღანეთში. საქართველოს მყარი საფუძველი იამაყოს ამ კონტრიბუციით. ნატოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა სამაგალითოა. მოხარული ვარ, რომ ნატო და საქართველო ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრზე მუშაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ნატოს წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და ჩვენ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება.“ - განაცხადა თედ ვაითსაიდმა.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესები იყო. მინდია ჯანელიძემ თედ ვაითსაიდს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მინისტრმა ყურადღება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე გაამხვილა,რაც სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ნატოსთან თანამშრომლობა და კონკრეტულად, როგორ უნდა ამაღლდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ცნობადობა ნატოს წევრი ქვეყნებში. არსებობს კონკრეტული ინიციატივები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივებს და ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას ნატოსთან სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხითაც. ასევე საუბარი შეეხო გამჭვირვალობის საკითხებს. თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი წამყვანი უწყება გამჭვირვალობის კუთხით. ჩვენ ვაპირებთ ეს სტანდარტი შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან არა მარტო ნატოს თაობაზე, არამედ, ყველა იმ მიმდინარე პროცესისა და რეფორმის შესახებ ინფორმირებულობის კუთხით, რაც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42