,,მივიღე გადაწყვეტილება... დავასახელო“ - კილაძე საგანელიძის სკანდალური საქმის დეტალებზე
პოლიტიკა - 16:50, 27 Mar, 2015     14036
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ იგი ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების შედეგებს, რომლის მიხედვითაც დავით საგანელიძის სამხედრო პოლიციასთან თაამშრომლობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

ელისო კილაძის თქმით, მან ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოიძია და უახლოეს დღეებში, საგანგებო ბრიფინგზე მას საზოგადოებას წარუდგენს. „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ასევე გეგმავს დაასახელოს იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, რომელმაც დავით საგანელიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობა დაადასტურა.

„ეს საქმე ორი წელი თაროზე იყო შემოდებული და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე ინტნსიურად დავიწყე წერა პრემიერ-მინისტრის ცოლის ნათესავების ბიზნეს-ინტერესებზე, უკანონო გარიგებებზე და მოგებულ ტენდერებზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ გამოძიება გახდა პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი.

რაც შეეხება გამოძიების დეტალებს, ჩემს მიერ გამოქვეყნებული იქნა ხელწერილის ასლი და ცხადია გასარკვევი იყო სად ინახებოდა დედანი, დოკუმენტში დასახელებულია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც გადაიბირეს დავით საგანელიძე, მათ შორის არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც იმყოფებიან ძებნაში. მაინტერესებს, როგორ დასრულდა გამოძიება ობიექტურად, თუ არ დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც დასახელებულნი არიან საგანელიძის გადამბირებელთა რიგებში?

რაც შეეხება იმას, რომ აგენტთა სპეციალური სიაში საგანელიძე არ ირიცხება, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის. ჯერ ერთი, რომ წინა ხელისუფლების დროს, ძალიან დიდი მასალა გატნილი იქნა საქართველოდან და მეორე, ორი წელი ამ ინფორმაციის მიღებას ნამდვილად არ სჭირდებოდა. არ ვიცი, რომელი მინისტრის დროს მოხდა გამოძიებისთვის ამ მასალის გადაცემა, ეს მოხდა ირაკლი ალასანიას თუ მინდია ჯანელიძის დროს და ეს იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. მივიღე გადაწყვეტილება „ქრონიკა +“-ისა და მისი მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ ამ პოლიტიკური დემარშის შემდეგ, რომ საგანგებო ბრიფინგზე დავასახელო იმ მაღალი თანამდებობის პირის ვინაობა, რომელმაც წინასწარ იცოდა ამ მასალის გამოქვეყნების თაობაზე და რომელმაც მისი ძალიან ახლო ნათესავის საშუალებით დამიდასტურა, რომ ეს ინფორმაცია გახლავთ ნამდვილი,"-განაცხადა კილაძემ.

ელისო კილაძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან გამოძიებას ნამდვილად მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ გამოძიებას მისთვის დამატებით კითხვები არ დაუსვამს.

„მე ვადასტურებ ამ ინფორმაციას, მაგრამ გამოძიებას ჩემთვის არ დაუსვამს კითხვები იმის თაობაზე, იცოდა თუ არა ვინმემ რამე დამატებით ამის თაობაზე, მე ვუპასუხე იმ კითხვას, რა კითხვაც დამისვა გამოძიებამ მასალის წარმომავლობასთან დაკავშირებით, მაგრა მე დამატებითი ინფორმაციაც მოვიპოვე, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობ,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქრონიკა +"-ში გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე სამხედრო პოლიციასთან ფარულად თანამშრომლობდა. დღეს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის აპარატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება და საგანელიძის სამხედრო პოლიციასთან კავშირი არ დადასტურდა.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42