"მეგობრებო-მივმართავ ჩემს კოლეგებს, გადაცემაზე ვმუშაობ და არ მცალია პასუხისთვის.. მესმის, რომ გაინტერესებთ გავაკეთებ თუ არა რაიმე კომენტარს გია ვოლსკის განცხადებაზე... მე დღეს ჩემი საკუთარი გადაცემა მაქვს საღამოს ათ საათზე და კომენტარს ვოლსკის ამ განცხადებაზე ჩემივე გადაცემაში გავაკეთებ, თუ საჭიროდ ჩავთვლი... ასე რომ. ტყუილად ნუ შეიწუხებთ ზარებით თავს..უბრალოდ არ მცალია ,ძალიან დიდი გადაცემა მაქვს დღეს და ვერ ვცდები...თანაც სხვას რატომ მივცემ კომენტარს,როცა დღეს მე თვითონვე ვარ ეთერში?))))))))))))))))))))))მადლობა", - წერს გრიგოლია.
უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი რამდენიმე დღის წინ ინგა გრიგოლიას იერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მედიის პროფესიულ საქმიანობაში არასოდეს ჩარეულა.
როგორც მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, საპარლამენტო უმრავლესობა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს და ინგა გრიგოლიას განცხადების შესახებ მსჯელობას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






