მერიის კუთვნილი 267 ავტომობილიდან 104-ი თბილისის 10 გამგეობას ემსახურება: ვაკე -12 ავტომობილი. ნაძალადევი- 12. სამგორის გამგეობა-11. მთაწმინდა - 11. კრწანისიი გამგეობა -9. ჩუღურეთის გამგეობა-9. დიდუბის გამგეობა-9. ისანის გამგეობა-10 ავტომობილი. გლდანის გამგეობა- 12. ნაძალადევი- 12. საბურთალოს გამგეობა-10 ავტომობილი.
163 ავტომობილით მერიის ცენტრალური აპარატის ჩინოსნები სარგებლობენ. ჩამონათვალში არ შედის მერიის დაქვემდებარებაში შემავალი სხვადასხვა სამსახურების განკარგულებაში მყოფი ავტომობილები.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მერიის ავტო-პარკისთვის ამ მოცულობითი ხარჯის გაწევა უსაფუძვლოა და მოუწოდებენ დედაქალაქის მერიას უარი თქვან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ჩინოვნიკების ფუფუნებაში ცხოვრების მანკიერ წესზე.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






