ხელისუფლება ინვესტიციების შემოდინებას ხელს უშლის - ენმ ფაქტებს ასაჯაროებს
პოლიტიკა - 13:42, 27 Mar, 2015     1640

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა მთავრობის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ხელის შეშლის კონკრეტული შემთხვევის შესახებ ისაუბრა.

დარჩიაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი თენგიზ იაკობაშვილი რომელსაც საქართველოში 2011 წლიდან, ქ. ბათუმში აქვს საამშენებლო მასალების ორი საწარმო, ცნობილი უკრაინული კომპანიის DISC-M ფილიალი, სადაც დღეისათვის დასაქმებულია 25 ადამიანი.

მისი ინფორმაციით, დღემდე საწარმოში ინვესტირებულია 3 მილიონი ლარი და ბიუჯეტში გადარიცხულია მილიონამდე ლარი.

იაკობაშვილის განცხადებით კი, კომპანია აპირებდა 2017 წლამდე 25 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას და 700 ადამიანის დასაქმებას როგორც ბათუმში, ისე ქუთაისსა და თბილისში. თუმცა 26 მარტს იუსტიციის სამინისტრომ თენგიზ იაკობაშვილს ბინადრობის მოწმობაზე უარი უთხრა.

„ძნელია საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობის გარდა რამე სხვა ვუწოდოთ იუსტიციის სამინისტროს მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ხელს უშლის ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში - ე.ი. ვალუტის შემოდინებას და ადამიანების დასაქმებას. დღეს, როცა სიღარიბის და ლარის დევალვაციის შეჩერება სწორედ ასეთი საშუალო ზომის ინვესტიციებს შეუძლია, მსგავსი ქმედება დაუშვებელია. გაუგებარია, თუკი ადამიანს - რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, წარმოშობით საქართველოდანაა და მშობლებიც აქ ყავს - სურს ჩამოვიდეს, ჩადოს ჩვენს ეკონომიკაში ფული, გასწიოს ეკონომიკური საქმიანობა და დაასაქმოს ადამიანები, რატომ უნდა შევუშალოთ ხელი?“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ბიზნესმენ თენგიზ იაკობაშვილის შემთხვევა არ არის გამონაკლისი და ზოგად სურათს ასახავს. ამ სიტუაციაში მან ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოღებული სავიზო რეგულაციების გაუქმების და 2014 წლის 1 სექტემბრამდე არსებული რეჟიმის აღდგენის საჭროებაზე, რის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტში გიორგი კანდელაკს აქვს შეტანილი.

„სავიზო რეგულაციების ასეთი გამკაცრება მეგობარი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ ევროკავშირს არამც და არამც არ მოუთხოვია. დღეს როგორც არასდროს ჩვენს ხალხს ჭირდება სწორედ ასეთი ინვესტიციები. მოვუწოდებთ მთავრობას და უმრავლესობას მხარი დაუჭიროს ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელი სისტემის აღდგენას,“, - დასძინა დარჩიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42