ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება როგორც გარე ისე შიდა ფაქტორებით არის გამოქვეული.
როგორც ხადურმა გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-სთან საუბრისას განაცხადა, შიდა ფაქტორებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობას გადაჭარბებული მოლოდინები აქვს.
„გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო. ეს არის ყველაფრის გაბაიბურების მცდელობა, ეს არის მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვის მცდელობა. ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოს ეკონომიკის. როგორ ფიქრობთ ახლა რომ ვიღაც დაიწყებს საუბარს იდიოტურ იდეაზე, რომელსაც "იმპიჩმენტი" ჰქვია, ეს ბიზნესმენებს გაახარებს, გამოიქცევიან და აქ ინვესტიციებს ჩადებენ?“, - განაცხადა ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები






