"პარლამენტში ჩემი გამოსვლა შეეხება განვლილ ერთ წელს და პრობლემებს, რომელიც გამოწვევის სახით არსებობს საზოგადოების წინაშე, იმ ქმედებებს, რაც დასახული ამოცანების შესასრულებლად უნდა განოხორციელდეს. ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და პარლამენტის გადასაწყვეტია, რა ფორმატში წარიმართება ჩემი მოხსენების შემდგომი განხილვა, ეს იქნება დებატები თუ გამოსვლები. მე მზად ვარ და მივესალმები ყველა ფორმატს, რომელსაც მიიღებს პარლამენტი.
რაც შეეხება დაპატიჟებას, მიმაჩნია, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, როგორც ინსტიტუტს. ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრების ტრადიცია. ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია არ უნდა გადავფაროთ. პარლამენტმა, როგორც წესია, უნდა დაპატიჟოს, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი გადასაწყვეტია, სცემენ თუ არა ისინი ინსტიტუტებს პატივს და იმ სახელმწიფო ტრადიციებს, რომელიც არსებობს საქართველოში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს-პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტს სიამოვნებით მოუსმენს, მაგრამ არა პარლამენტში.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






