ჯემალ ფუტკარაძე და მურმან დუმბაძე მოღალატეები არიან-ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 14:19, 26 Mar, 2015     1711
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა რომ პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე მოღალატეები არიან და მათზე საუბარი არ აინტერესებს.


მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კოალიციის დამფუძნებელმა წევრებმა პარტია დატოვეს, რომელიც ჩვეულებრივი პროცესია.

„არ ვთვლი, რომ აქ რაიმე განსაკუთრებული ხდება. ადამიანები რჩებიან პარტიაში, მიდიან პარტიიდან, ჩვენ გავრიცხეთ რამდენიმე წევრი. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ურჩ და მოღალატე წევრებს, რა თქმა უნდა, პარტიაში არ გავიჩერებთ. თუ მოღალატეობრივ საქციელს შევატყობთ, რა თქმა უნდა, სხვებსაც ადეკვატურ პასუხს გავცემთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აჭარაში სიტუაცია კონტოლს ექვემდებარება, სადაც ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას ვერავინ გადააყენებს.

„ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია, რომ უცებ შეიტანონ დაძაბულობა და სურათი ისე წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც რყევები მიმდინარეობს. კანონით მინიჭებულ ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია კონსტროლის ქვეშ იყოს. ოპოზიციას არაფრის თავი არ აქვს. პატარა ინდიცენტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ნამდვილი დემოკრატია აქვს“, - განმარტა მთავრობის მეთურმა.

მისივე თქმით, აჭარაში ვადამდელ არჩევნებს არ ელოდება, რადგანაც ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი იგეგმება.

„დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციებია. არ არის ჩემთვის საინტერესო არც მურმან დუმბაძე, არც ჯემალ ფუტკარაძე. ესენი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. ჩემთვის მათზე საუბარი საინტერესო არაა. მოსახლეობას არ აინტერესებს არც მურმან დუმბაძე, არც ჯემალ ფუტკარაძე და არც მედეა ვასაძე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ქართული ოცნებიდან" დეპუტატ ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვის გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა 7 მარტს დახურულ სხდომაზე მიიღეს. გარიცხვის მიზეზად, დეპუტატის მხრიდან ფრაქციული დისციპლინის დარღვევა და ბოლო პერიოდში გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები დასახელდა.

ამასთან, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტია "ქართული ოცნებიდან" გასული წლის სექტემბერში გაირიცხა. ამის მიზეზად პრემიერმა ღარიბაშვილმა დუმბაძის მხრიდან, აჭარის მთავრობის საქმიანობაში უხეშად ჩარევა დაასახელა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42