ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე პრემიერის განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მას, მედეა ვასაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს მოღალატეები უწოდა.
დუმბაძე პრემიერს გამოცდილი მრჩევლის აყვანას ურჩევს და ამბობს, რომ ვინც მსგავსი ეპითეტებით მიმართავს ოპონენტებს, ცუდათ ამთავრებს.
„ქართული ოცნებიდან“ წამოსვლა არაფრით არ ნიშნავს მოღალატეობას. მოღალატეობა ბრძოლაში გამოიკვეთება. რა ასაკიც აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, იმხელა გამოცდილება მაქვს პოლიტიკურ ბრძოლაში. მე ირაკლი ღარიბაშვილი არ მინახავს ბრძოლაში. ამიტომ მე მას არ ვუღალატებდი. მე არ ვუღალატებ ჩემს სამშობლოს, დაპირებულ საქმეს და მიცემულ სიტყვას“, - განაცხადა დუმბაძემ.
პრემიერმა მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მურმან დუმბაძე, ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე მოღალატეებად მოიხსენია. მისი თქმით, ყველა იმ ადამიანი ვინც „ქართულ ოცნებას“ უღალატა საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს.
მასალის გამოყენების პირობები






