"ლარი პომიდორია, ვაშლი თუ მსხალი? რა შეიცვლება ზაფხულში?"- ექსპერტი პრემიერს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 16:57, 26 Mar, 2015     1658

ლარის კურსის ზაფხულში დასტაბილურებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ პროგნოზს, ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე არაკომპეტენტურს უწოდებს, როგორც ექსპერტი „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს მთავრობას ან წარმოდგენა არ აქვს ლარის დევალვაციის რეალურ მიზეზებზე, ან ამას მიზანმიმართულად მალავს:

„პირველი ვარიანტი არის ის, რომ ამ მთავრობაში არც პრემიერს და არც სხვებს არ აქვთ წარმოდგენილი ლარის დევალვაციის რეალური მიზეზები, მეორე უფრო უარესი ვარიანტი კი არის ის, რომ ისინი რეალურ მიზეზებს მალავენ. წელწადის რაღაც დროზე ორიენტაციის გადატანა, რომ მაშინ დასტაბილურდება და რაღაც შეიცვლება, ნიშნავს რომ ისინი ან არაკომპეტენტურები არიან , ან ცრუობენ. რა შეიცვლება ზაფხულში? და რატომ არ იყო ლარი წინა წლებში ზაფხულზე დამოკიდებული? ლარი პომიდორია, ვაშლი თუ მსხალი? ეს უცნაური გადატანაა. ლარი ბუნების მოვლენა არაა, ეს არის ეროვნული ბანკის ემისიის და პოლიტიკის პროდუქტი, შესაბამისად ჩვენ უნდა ვეძიოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ მონეტარულ პოლიტიკაში, პრემიერმა საგარეო ფაქტორებზე გადაიტანა აქცენტი, რა საგარეო ფაქტორი შეიცვლება ზაფხულისთვის ისეთი, რომელიც ლარის კურსს გაამყარებს? მოკლედ რომ ვთქვათ რაც არ უნდა იყოს ეს, არაკომპეტენტურობა თუ რაღაც ჩანაფიქრის საჯაროდ არგამოტანა, ნებისმიერ შემთხვევაში ამ მოვლენებით ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ზარალობს“- განაცხადა პაატა შეშელიძემ.

შეშელიძის შეფასებით, პრემიერის მხრიდან კომერციული ბანკების მისამართით გაკეთებული მოწოდება - სესხების რესტრუქტურიზაციასა და გადავადებასთან დაკავშირებით, კერძო სექტორზე ზეწოლაა:

„ეს არის ზეწოლა კომერციულ ბანკებზე, ეს უნდა შეწყდეს და თავი უნდა დაანებონ კერძო სექტორისთვის ჭკუის სწავლებას. თუ ხედავენ, რომ რაღაც გასაკეთებელია, უნდა მოძებნონ რესურსი და შესაძლებლობები მთავრობაში. საკუთარი პრობლემების სხვებზე გადაბრალებით გამოსწორება შეუძლებალია. არავინ ეკითხება არც პრემიერ მინისტრს და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, როგორ მოიქცევა კომერციული ბანკი იმ ვალდებულებების აღსრულებისას, რომელიც მათ აქვთ.“- აღნიშნავს ექსპერტი.

ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42