დანელიას თქმით, თითოეული ადამიანის დასაქმება არის მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება დააწესოს ზღვარი, თუ რამდენი ადამიანი უნდა დაასაქმოს საწარმომ.
„ტერმინი „დაფინანსება“. ნიშნავს, რომ 105 მოთხოვნა ახალი ბიზნესის წამოწყებაზე დაკმაყოფილდა და დახმარების პროცედურები ან დაწყებულია, ან უკვე განხორციელებულდია, უკვე აშენებულია საწარმო ან მუშა მდგომარეობაშია ან მიმდინარეობს მშენებლობა თუ დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. მიმდინარეობს მონიტორინგი და ვნახავთ, რამდენმა დააკმაყოფილა პირობები.
ეს არ გახლავთ ქარხნები, საიდანაც ორთქლი ამოდის, ეს გახლავთ ნებისმიერი ბიზნესი, რომელმაც შეიძლება მისცეს სტიმული, ბიძგი და წაახალისოს. ამიტომ ეს იქნება ფერმა, სადგური, გადამამუშავებელი საწარმო, თუ ნებისმიერი სხვა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ახალ საწარმოს წარმოადგენს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მთავრობის მიერ გახსნილი 100 ახალი ქარხნით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






