ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე იცრუა და უტიფარი განცხადებები გააკეთა. ჯაფარიძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრობლემების მოგვარებაზე საუბრობდეს, რომელიც მუდმივად ღრმავდება, იგი ხელისუფლების წარმატებებზე საუბრობს.
ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის მიერ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ბრალდება სასაცილოა, რადგან აქციაზე მისული ყველა ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო.
"ჩვენ კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავრობა მუშაობს ეფექტურად და ბოროტი ნაციონალბის სექტა ხელს უშლის ხალხს დაინახონ ის სიკეთეები, რომლებსაც მთავრობა ქმნის. ქვეყნის ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ღრმავდება, ლარი დღითიდღე უფასურდება და ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი საუბრობდეს სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვისმენთ განცხადებას იმის თაობაზე თუ როგორი წარმატებული მმართველობვა აქვს ხელისფლებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას,რომ მათ არ ესმით ხალხის ხმა და ისინი ბოლომდე დაცილდნენ მოსახლეობას. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს. რაც შეეხება ბრალდებას 21მარტს ხალხის მოსყიდვის თაობაზე უბრალოდ სასაცილოა რადგან ჩვენ გვაქვს მწირი რესურსი და ჩვენი აქცია იყო საკმაოდ ხალხმრავალი. იქ მოსული ყველა ადაიანი არ იყო ნაციონალური მოძრაობის მომხრე. ისინი იყვნენ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ უუნარო მთავრობა უნდა წავიდეს და ვიღაცამ დაიწყოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ფიქრი. აქციები არის ხელისუფლებასთან ბრძოლის დემოკრატიული გზა და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხერხს კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ ეს მთავრობა წავიდეს ვადაზე ადრე,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






