„ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მათ „სექტა“ უწოდა.
როგორც პარტიის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, პრემიერმა შეურაცხყოფა მიაყენა იმ ხალხს, ვინც საკუთარი პრობლემების დასაფიქსირებლად გამოვიდა ქუჩაში.
"პრემიერს იმდენი კულტურა მაინც უნდა ეყოს, რომ თავის თანამოქალაქეებს სექტა არ უწოდოს და იმ ხალხს, რომელსაც პრობლემები აწუხებს და ამ პრობლემების დასაფიქსირებლად გამოდის ქუჩაში, შეურაცხყოფა არ მიაყენოს. პრემიერს მომვალი არა აქვს და არც ადარდებს, მასზე რას იტყვიან, რადგან, კუბლაშვილის განმარტებით, ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან არის მხოლო ანგარიშვალდებული,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს გამართულ აქციას გამოეხმაურა და მას სასაცილო უწოდა. პრემიერის განცხადებით, „ენმ“-ს ხალხის შეკრება მილიონობით ლარი დაუჯდა.
„ეს არის დემნოსტრირება იმის, რომ ეს ადამიანები არიან რაღაც გაუგებარი სექტა, რომლებიც არ არიან ორიენტირებულები ქვეყნის განვითარებაზე“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






