გამოცემა "ასავალ-დასავალი", საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
"ყველას! ყველას! ყველას!
26 მარტს პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე მიზანმიმართულად დაბლოკეს „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და რამდენიმე მედიასაშუალება. პრესის წარმომადგენლებს არ მიეცათ უფლება, დაესვათ უაღრესად აქტუალური შეკითხვები, რომლებიც ეხება უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში კორუფციისა და საბოტაჟის ფაქტებს. აშკარა გახდა, რომ ნაცმოძრაობისა და ოცნების წარმომადგენელთა დანაშაულებრივი გარიგებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან მომზადდეს ახალი ხავერდოვანი გადატრიალება, რომელსაც ქვეყანა და მოსახლეობა უკვე ვეღარ გადაიტანს. ვთხოვთ, ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში და ჩაშალოს ავანტიურისტთა მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ! „ასავალ-დასავალი“ შეუვალი იქნება ქართველი ხალხის მოღალატეებისა და მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში! "- აცხადებს "ასავალ-დასავალი"

მასალის გამოყენების პირობები






