რუსეთის ბაზრის გახსნა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დამსახურებაა - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 15:30, 26 Mar, 2015     1958

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი არასწორს უწოდებს პრემიერის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ბაზრის გახსნაზე ოცნებობდა და ამის შანსი არ მიეცა.

როგორც „ნიუპოსტთან“ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთს ვალდებულება დაეკისრა გაეხსნა ბაზარი, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მოეწერა ხელი.

„როდესაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, მიმდინარეობდა მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვამბობდით, ესეთ რამეს, რომ თუ რუსეთს უნდა რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, მაშინ მან საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს. მათ შორის, საუბარი იყო ბაზრის გახსნაზე. როდესაც რუსეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და გაწევრინადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აიღო ვალდებულება რომ გახსნიდა ჩვენთვის ბაზარს. სწორედ იმ წარმატებული მოპარაკებების შედეგია, რომ საბოლოოდ რუსეთმა ქართული პროდუქციისთვის ბაზარი გახსნა. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. 2012 წლის აგვისტოში რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. თუმცა მან ვალდებულების შესრულება 2013 წლიდან დაიწყო, მაგრამ მოლაპარაკებები 2011 წელში წარმოებდა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

აქვე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ბაზარი ქართული კომპანიებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს რამდენად სარისკოა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება. ყველა კომპანიამ, რომელმაც მოგება ნახა 2013 წელს ამ ბაზარზე შესვლით, ეხლა განიცდის წაგებას, რადგან რუსეთის ბაზარი სარისკოა. საერთაშორისო სანქციებმა მას დიდი ზიანი მიაყენა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მართებს, იზრუნოს, რომ ბაზარი გაისხნას, მაგრამ მცდარია ღარიბაშვილს და ივანიშვილის მოწოდება, რომ ეხლა ყველა რუსეთის ბაზარზე უნდა გადაერთოს. ეს პრობლემებს შეუქმნის ქართულ კომპანიებს“, - განაცხახა ჭიაბერაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული ბაზრის გახსნაზე ოცნებობდა, მაგრამ ამის შანსი არ მიეცა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42