„სამწუხარი არის ის, რომ პრემიერი და მისი მთავრობა ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდება საქართველოს მოსახლეობას, იმ პრობლემებს რომელიც აწუხებს მოსახლეობას. მინდა გითხრათ, ისინი არიან მოტივირებულები რომ ყველაფერი გადააბრალონ სხვას, დაწყებული იმით, რომ ლარი არის გაუფასურებული, ინვესტიციები არის შემცირებული, ექსპორტი არის შემცირებული, სამუშაო ადგილები არის შემცირებული, მცირდება მთლიანად ეკონომიკა. მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ უნდათ საერთოდ დაინახონ ეს პრობლემები და ბუნებრივია ცდილობენ, რომ ყველაფერი გადააბრალონ სხვას. ჩვენ მათ არაერთხელ შევთავაზეთ ის გეგმა, რომელიც მათ არ გააჩნიათ და დღესაც აღიარა პრემიერმა, რომ მათ არ აქვთ რეცეპტი. ერთ-ორ დღეში გარკვეული შედეგი როგორ იქნას მიღწეული და არც იზიარებენ იმ გეგმას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაუქმდეს ის უაზრო რეგულაციები, რაც ორწელიწადნახევარში მიიღეს, შეამცირონ გადასახადები, მთელი რიგი მიმართულებებია შეღავათების დაწესების, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამოისუნთქოს,“-განაცხადფა ზურაბ მელიქიშვილმა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






