პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევში მისი ვიზიტის გადადება საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნას არ უკავშირდება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე იგი საშინაო საქმეებით არის დაკავებული და გარე ვიზიტებს თავს არიდებს.
„რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ამ ეტაპზე დაკავებული ვარ საშინაო საქმეებით და ვცდილობ თავი ავარიდო გარე ვიზიტებს. თუმცა სულ ორი თვის წინ ორი ვიცე-პრემიერი გავაგზავნე უკრაინაში. ფინანსთა მინისტრი აპირებს ჩასვლას. დელეგაციები მოძრაობენ ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ურთიერთობა არ გაგვიწვეტია და არც გავწყვეტთ. პირიქით ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მხარში დაუდგეთ ახალ მთავრობას. ვიცი, რომ მათ სჭირდებათ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებებით. მე პრეზიდენტ პორორშენკოს და პრემიერ იაცენიუკს დავურეკე და ვუთხარი - ნებისმიერი სფერო დამისახელეთ, თუ რაში გჭირდებათ დახმარება. მე მზად ვარ გავაგზავნო რამდენიმე კაცი და ადგილზე აღმოუჩინონ დახმარება მათ. ამ ეტაპზე ოფიციალური დახმარების მიღების თაობაზე მომართვა არ გავქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






