პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს მოუწოდებს ნუ გააკეთებენ უსაფუძვლო ბრალდებებს პოლიტიკოსების მიმართ.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ რუსიშვილის ბიზნეს წილებს ეხებოდა.
„ძალიან სასაცილოა. გუბერნატორი ზის და კაბინეტიდან გაუსვლელად აშენებს სახლს, სასტუმროებს, აქვს ბიზნესები და ასე შემდეგ? თქვენ ხართ ჟურნალისტი, მაგრამ თქვენ ყველაფრის უფლება არ გაქვთ. თქვენ არ გაქვთ უფლება ადამიანს ცილი დასწამოთ. თუ გაქვთ ფაქტები წარმოადგინეთ. მოვუწოდებ გუბერნატორს, დღესვე გააკეთოს განმარტება. მესმის, რომ თქვენ ეს დაგიწერეს და გამოგატანეს. მეც არაერთხელ მომისმენია ჩემზე უარესი ბრალდებები. მე ხშირად მიფიქრია უნდა გავცე თუ არა პასუხი ამ აბსურდულ ბრალდებებს. როდესაც თქვენ ითხოვთ პატივისცემას სახელმწიფო სპირველი პირების მიმართ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ისე არ უნდა გამოვიდეს რომ ჩვენ პატივს გცემთ და თქვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთ. ამ შემთხვევაში ბრალს სდებთ კორუფციაში. მოვუწოდებ გუბერნატორს სასწრაფოდ გააკეთოს კომენტარი. თუ არადა მე ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახევინოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ჟურნალისტს ასევე განუცხადა, რომ თუ მის მიერ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი დადასტურდება, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდება, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას.
ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა გუბერნატორის მუშაობით უკმაყოფილოა. მან რუსიაშვილი ბიზნესინტერესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის რამდენიმე ბენზინგასამართი სადგურის მფლობელიც არის.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






