ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს გამართულ აქციას გამოეხმაურა და სასაცილო უწოდა. პრემიერის განცხადებით „ენმ“-ს ხალხის შეკრება მილიონობით ლარი დაუჯდა.
„ის ფაქტი რომ მათ გამართეს აქცია და მოითხოვეს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს სასაცილოა. ეს არის დემნოსტრირება იმის, რომ ეს ადამიანები არიან რაღაც გაუგებარი სექტა, რომლებიც არ არიან ორიენტირებულები ქვეყნის განვითარებაზე. პირიქით, მათი ამოცანაა არეულობა და დესტრუქცია შემოიტანონ და მათ აქვთ ამის საშუალება, აქვთ ყველაზე მძლავრი მედია საშუალება, ყავთ დესტრუქციული ძალები რომლებიც ცდილობენ, კანონს გარეთ, არეულობა შემოიტანონ მოსახლეობაში. მაგრამ მათ სახელმწიფო გასცემს ადეკვატურ პასუხს, კანონის ფარგლებში. არავის არ ვურჩევ, არც ნაციონალურ მოძრაობას რომ რაიმე ფორმით, რაიმე ძალით რაღაც დაგეგმოს. სახელმწიფო იქნება ძალიან დაუნდობელი კანონის ფარგლებში. მათ ძალიან დიდი ფული, მილიონები დაუჯდათ ამ ხალხის ჩამოყვანა რეგიონებიდან, მაგრამ მათი შანსი ნულს ქვემოთაა. ეს იყო სასაცილო აქცია. განაწყენდა 10 ათასი კაცი და თურმე ჩვენ უნდა გადავდგეთ.“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






