პრემიერი მიიჩნევს, რომ უნდა დაფუძვნდეს ახალი ორგანიზაცია, რომელიც რეიტინგების სამართლიან და გამჭირვალე კვლევას აწარმოებს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე IPM-ის ხელმძღვანელის გოჩა ცქიტიშვილზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მან არ იცის რამდენად არის კანონის ფარგლებში მოქცეული ცქიტიშვილის ორგანიზაციის საქმიანობა და თუ ვინმეს ამაზე კითხვები აქვს პროკურატურას უნდა მიმართოს.
„მე არ ვიცი რამდენად კანონის ფარგლებშია გოჩა ცქიტიშვილის საქმიანობა მოქცეული. მე გეტყვით, რომ თუ არ მოგწონთ გოჩა ცქიტიშვილი, უნდა იყოს სხვა გოჩა ცქიტიშვილი. უნდა იყოს უფრო ძლიერი ორგანიზაცოა რომელიც სამართლიან და გამჭირვალე გამოკითხვებს ჩაატარებენ. უნდა შეიქმნას კონკურენცია. დღეს თავისუფალი ბაზარია. არავინ არ უშლის ესეთი ორგანიზაცია დააფუძვნონ. უნდა შეიქმნას ალტერნატიული ორგანიზაციები რომელიც ორგანიზაციას რეალურ ინფორმაციას მიაწვდიან“, - განაცხადა პრემიერმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






