პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები 31 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას სავარაუდოდ არ დაესწრებიან.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ საკითხზე მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის გამოსვლაზე მათი დასწრება საჭირო არ არის.
„ამ საკითზე ჩვენ გვქონდა მსჯელობა და რადგან გვაქვს ახალი რეალობა და ვერიდებით პომპეზურობას, ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობის დასწრება საჭირო არ იყო. ასე რომ ამის დრამატიზება საჭირო არ არის. მითუმეტეს დღეს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს წავა თუ არა ღარიბაშვილი პარლამენტში, ან დაესწრება თუ არა მინისტრი გიორგაძე პრეზიდენტის გამოსვლას. პირადად მე გამოსვლას მოვუსმენ სიამოვნებით, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პარლამენტის შენობაში ვიყო. შეიძლება ტელევიზორით ვუყურო. ეს არ არის უპატივცემულობა. ჩვენ ასე მიგვაჩნია სწორად, რომ ახალი რეალობის შექმნას ეს ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






