პრემიერი-მინისტრი ლარის კურსისი დასტაბილურებას ზაფხულიდან ელოდება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად არ არის გამოწვეული და ხელისუფლება ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ეს არ არის მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგით გამოწვეული. მთავრობა ლარის დასტაბილურებისთვის ყველაფერს აკეთებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს პროცესები მეტნაკლებად მტკივნეულად წარმართულიყო. ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან ეს რთულია. ამის რესურსი მთავრობას არ გააჩნია. მე მერიდება და მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ეს სიტუაცია მალე შეიცვლება, თუმცა არ მაქვს კონრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ მდგომარეობიდან დღეს ან ხვალ. ამას შეიძლება რამდენიმე თვე დაჭირდეს. კურსი სავარაუდოდ ზაფხულისთვის დასტაბილურდება. კრიტიკული პერიოდი გადალახულია. ზევით აღარ უნდა წავიდეს ლარი. თვეების მიხედვით ეტაპობრივად ჩამოვა ქვევით. მესმის, რომ მოსახლეობისთვის ეს რთულია, რადგან მათ ჯიბეებზე აისახება. მესმის ყველასი. მეც მქონია სესხი და ვიცი რას ნიშნავს ეს პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






