ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, უმაღლესი წარმომადგენლობა ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2014 წლის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შეფასებასა და შემდგომ რეკომენდაციებს ეხება.
ანგარიშში ნათქვაია, რომ საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს ხელისუფლების შტოების - აღმასრულებელი, საკანნონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ძალაუფლების ადექვატურ გადანაწილებასა და ბალანსის მექანიზმების შემუშავებას საკონსტიტუციო რეფორმების კონტექსტში. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ევროკავშირის, ვენეციისა და ევროსაბჭოსთან კონსულტაციების შედეგად უნდა განხორციელდეს.
ასევე, გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო და თავიდან აირიდოს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშწორება, დაპირისპირება. დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, უზრუნველყოს სივრცის შექმნა ოპოზიციისა და პარტიებს შორის დიალოგისთვის.
ანგარიშის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი გამოძიება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად, პოლიტიკური მოტივების გარეშე. ხელისუფლებამ უნდა დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმცია და უზრუნველყოს, რომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ზომად, კანონის შესაბამისად, მხოლოდ გამონაკლისი ზომის სახით იქნას გამოყენებული.
ყურადღება გაამახვილოს სამართალდარღვევების გამოძებაზე, განსაკუთრებით სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ ფაქტებზე. ხელი შეუწყოს მედია პლურალიზმსა და დამოუკიდებელი აზრის გამოხატვას და ხელი შეუწყოს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად შესრულებას.
ანგარიშში, რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესბუბლიკას შრის გაფორმებულ ე.წ. "ალიანსისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებაზეც" არის საუბარი.
„ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის ერთგული რჩება და იზიარებს საქართველოს ხელისუფლების აღშფოთებას, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია" - ნათქვამია ანგარიშში.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






