„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, ჯანელიძის მხრიდან იმის უარყოფა, რომ მას ალასანიასთან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია მეტყველებს იმაზე, რომ ის თავს არაკომფორტულად გრძნობს.
„სამწუხაროა, თუ ასეთი პასუხი გაგცათ. კიდევ ერთხელ ვამბობ ის არც იყო და არც არის გადაწყვეტილების მიმღები. ის იყო ჩემთვის ინფორმაციის მომწოდებელი. მისი მხრიდან ამ ფაქტის უარყოფა მეტყველებს, რომ ის არ გრძნობს თავს კომფორტულად,“ - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა დღეს ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომელიც მათი სატელეფონო საუბარს ეხებოდა უპასუხისმგებლო უწოდა.
რამდენიმე დღის წინ ალასანიამ განაცხადა, რომ პარიზში მისი ბოლო ვიზიტის დროს, მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






