საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაიის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი „ნანუკას შოუში“ მისი და პეტრო პოროშენკოს სტუდენტობას იხსენებს.
„მე და პეტრო პოროშენკო ვიყავით კურსელები. ეს იყო ფაკულტეტი უცხოელებისთვის. სამი განყოფილება იყო - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და ეკონომიკური. მე სამართალზე ვსწავლობდი, პეტრო - ეკონომიკაზე. იქ ათ-ათი საბჭოთა სტუდენტი. დანარჩელები ევროპელები. პოროშენკო მაშინ ნაწილობრივ მოლდოვადანაც იყო იმ გაგებით, რომ მისი მამა იყო იქიდან. ბიზნესი რომ დაიწყო ვიდეო სალონი ჰქონდა. მაშინ ჩვენ საერთო კორპუსში ვცხოვრობდით. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად ჩვენი უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გლდანში წახვიდე. ეს მანძილი იყო მაშინ ჩვენი სასწავლებლიდან საერთო საცხოვრებლამდე. რეალურად პოროშენკომ ყველაფერი ნულიდან ააწყო. გუშინწინ ვიყავი მაგის შოკოლადის ქარხანაში. მართლაც კარგი ქარხანა. თანამედროვე რაც მთავარია. თან თანამშრომლები დიდი გრძნობით გიყვებიან როგორ დაიწყეს ნულიდან ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კრიზისია და შოკოლადის ჭამისთვის არავის ცალია“, - ამბობს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი საქართველოში პოროშენკოს ვიზიტსაც იხსენებს.
„პოროშენკო რამდენჯერმე საქართველოში იყო. პირველად 2005 წელს ჩამოვედი პრეზიდენტის რანგში და დნეპრეზე კატერით ვისაუბრე. მაშინ პრეზიდენტის თანაშემწე იყო. თან ვსადილობდით და თან გეგმებზე გვიყვებოდა. შემდეგ ის იყო თბილისში იყო. დავათვალიერებინე ბათუმი. ამ ეტაპზე, ჩემი მუშაობა აქ არის რომ ვცდილობ ყოველდღიურ საქმიანობაში დავეხმარო“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






