უკრაინის იუსტიციის მინისტრის ქართველი მოადგილე გია გეწაძე უკრაინულ ცხოვრებაზე „ნანუკას შოუში“ საუბრობს.
როგორც ჩანს ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანის სამუშაო საათები ძალიან ადრე ეწყება, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ ხშირად სამსახურში ფეხით იაროს.
სამსახურში თითქმის 12 საათს ატარებს. თანამშრომლებს ანებივრებს და ხშირად ყავასაც კი თავად უდუღებს.
„გუშინ წინ ფეხბურთზე ვიყავი. შესვლის დროს რიგი იყო. ერთმა ორმა გაკვირვებულმაც შემომხედა, შეხედეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრის მოადგილეო. ვიღაცეებმა ფოტოებიც გადაიღეს. რატომღაც ჰგონიათ, რომ თანამდებობიოს პირი ურიგოდ უნდა შევიდეს. ადრე ასე იყო მოწყობილი“, - ამბობს გეწაძე.
მისი სურვილია, რომ უკრაინელებს უკრაინულ ენაზე ესაუბროს.
„უკრაინულს ვსწავლობ, მინდა უკრაინელებს უკრაინულად ვესაუბრო. თუმცა ეხლა უკვე ყველაფერს ვხვდები რასაც ისინი საუბრობენ“, - ამბობს გეწაძე.
შეგახსენებთ გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.

მასალის გამოყენების პირობები






