საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას. ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ახლო პარტნიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის სწრაფვის ურყევი მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ წარმატებები თქვენს მომავალ საქმიანობაში, ხოლო ბერძენ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






