პრეზიდენტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის იუბილეს დაესწრო
პოლიტიკა - 18:37, 25 Mar, 2015     1372

საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი გენერალური შტაბის უფროსთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და სხვა სტუმრებთან ერთად კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მე-12 იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ეროვნული გმირის, რომლის სახელსაც სერჟანტთა სასწავლო ცენტრი ატარებს, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილები. ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის სამი სამხედრო მოსამსახურე ღირსების მედლით დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებრივი მედალი - „სამშობლოსათვის თვდადებული“ - ერთ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა, ხოლო გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სნაიპერული შაშხანებით ორი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესით დაინტერესდა. ღონისძიების ფარგლებში ცენტრის მსმენელებმა საჩვენებელი სამხედრო სწავლება გამართეს, რომლის დროსაც ოცეულის დონის ქვედანაყოფი ჩაუსაფრდა პირობითი მოწინააღმდეგის ლოჯისტიკურ კოლონას, გაანადგურა იგი და ავტოტექნიკა გაჩხრიკა.

გიორგი მარგველაშვილმა კურსანტებსა და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა:

„გილოცავთ დღევანდელ დღეს! მინდა მადლობა გითხრათ ჩვენი სამშობლოს სამსახურისათვის! თქვენი პროფესიონალიზმის ამაღლება გარანტიაა იმისა, რომ არავის არასდროს გაუჩნდეს სურვილი და არ წაუცდეს ხელი ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს სიმშვიდის შესალახად. თქვენი მომზადება, თქვენი ვაჟკაცობა გვაძლევს იმის მტკიცე რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება დაცული, ჩვენი მოქალაქეების მშვიდი ძილი არ იქნება არასდროს დარღვეული. ბატონებო, თქვენ დგახართ იქ, სადაც იდგნენ თქვენი მშობლები, წინაპრები, სადაც არაერთი ქართველი საუკუნეების განმავლობაში იდგა, უდიდესი იმპერიების წინააღმდეგ, ისეთ რეალობაში, სადაც თითქოს შეუძლებელი იყო გამარჯვება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით. თქვენი სამხედრო მიღწევაა ის, რომ დღეს საქართველო არსებობს როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მსოფლიო რუკაზე გამქრალი იმპერიების ფონზე ქართული სახელმწიფო ამაყად არის დაფიქსირებული და მომავალშიც ასე ამაყად ხედავს თავს. თქვენ დგახართ იქ, სადაც იდგებიან მომავალი თაობები. ამ ქვეყანამ ძალიან ბევრს გაუძლო, რადგან არ გატყდა სული ჩვენი წინაპრების, არ გატყდება ჩვენი სულიც. ამის მაგალითია ის, რომ დღეს ჩვენ საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელს ვზეიმობთ. თქვენი შრომით, თქვენი მუშაობით, ამ სასწავლებლის არსებობით მისი სახელი უკვდავყოფილია. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ დღეს მისი შვილებიც აქ არიან, აქ იქნებიან მათი შთამომავლებიც და ვერავინ წაშლის მათ ღვაწლს. ვერავინ შელახავს ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და ღირსებას. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ იმედის საფუძველს გვაძლევს არა მარტო ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სამიათასწლოვან ისტორიაში ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეინარჩუნა თავისი თავი, არამედ იმედის საფუძველს გვაძლევს გიორგი ანწუხელიძის გმირობა და დღევანდელი თქვენი მომზადება. დღეს აქ არიან პატარა ბავშვები, რომლებიც თქვენ გიყურებენ და გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ სამსახურისათვის. ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაგვჭირდეს ქართველი ჯარისკაცების მამაცობის, ნიჭის, უნარის და მამაცობის ბრძოლაში გამოცდა, თუმცა ყოველთვის უნდა იყოთ ძალიან ფხიზლად. და ამას მე ნათლად ვხედავ დღეს. აუდიტორიაში საუბრისას ვნახეთ, რომ თქვენ შორის უმეტესობამ გამოიარა ურთულესი სკოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები იცავენ გლობალურ სიმშვიდეს მსოფლიოში, იქნება ეს ავღანეთი თუ აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა. დღეს ისინი არა მარტო იცავენ გლობალურ სიმშვიდეს, არამედ ქმნიან სიამაყის საფუძველს ნებისმიერი ქართველისათვის. ვინც შეხვედრია ნატოს შეიარაღებული ძალების ოფიცერს ან რომელიმე ევროპელ ოფიცერს, მან იცის რა სახელი გაითქვეს ქართველმა ჯარისკაცებმა ურთულეს ვითარებაში. ჩვენ ეს სტანდარტი ძალიან მაღლა ავწიეთ. ჩვენ მზად ვართ ეს სტანდარტი სხვებსაც გავუზიაროთ. დღეს მე თქვენთან ერთად მომავალი გამარჯვებების სახელით ვზეიმობ, გამარჯვებების, რომელიც მიღწეული იქნება მშვიდობით, მაგრამ რომლის გარანტიაც არის თქვენი მომზადება და უნარი. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ქართველი ხალხის სახელით!“

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42