რამ ააღელვა თინა კანდელაკი - „სიყვარული, სკანდალები, მწვავე პასუხები რეპლიკებზე“
სოც.მედია - 16:59, 25 Mar, 2015     1900
„მას შემდეგ რაც ბიზნესში წავედი, ჩემი კომპანიის მიმართ გამოთქმულმა არაკომპეტენტურმა შეფასებებმა ბევრჯერ ამაღელვა“, - წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესვუმენი და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

პოსტს ბევრი ქართველი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა:
„ნიჭიერი , ჭკვიანი, განათლებული ადამიანი, რომ აფრქვევს სამშობლოსადმი ზიზღს, მისი დამოუკიდებლობისადმი უარყოფით დამოკიდებულებას და თვალებში შესციცინებს, ხოტბას ასხამს საქართველოს დაუძინებელ მტერს, ათასგზის უფრო დასაგმობია, ვიდრე გაუნათლებელი, უნიჭო და უბირი ადამიანი, - წერს ერთ-ერთი .

თინა კანდელაკი: მრავალი წლის განმავლობაში ტელევარსკვლავი ვიყავი. ამ პროფესიის კანონი მარტივია: აუციელებლია შენზე ილაპარაკონ. მნიშვნელობა არა აქვს, კარგი იქნება თუ ცუდი, სძულხარ თუ უყვარხარ, მთავარია რომ შენ მიმართ გულგრილნი არ იყვნენ და ძლიერ გრძნობებს განიცდიდნენ.
ჩემი ცხოვრების ისტორიამ, გულგრილი არავინ დატოვა... სიყვარული, სკანდალები, მწვავე პასუხები რეპლიკებზე, ხელოვნური გაღიზიანება, ფაქტების დამახინჯება, ეს უშუალოდ მე ვიცი. სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, მაგრამ მხოლოდ წარსულში. მას შემდეგ რაც ბიზნესში წავედი, ჩემი კომპანიის მიმართ გამოთქმულმა არაკომპეტენტურმა შეფასებებმა ბევრჯერ ამაღელვა.
ხშირად, ადამიანები, რომლებსაც არანაირი გამოცდილება, იურიდიული და ფინანსური განათლება არა აქვთ, როგორც ტელევარსკვლავს, უსაფუძვლო შეურაცხყოფას მაყენებდნენ. სწრაფი პასუხი, დაძაბულობა, გაღიზიანება, ოპონენტების ბიოგრაფიული ფაქტებით ჟონგლიორობა, რომელიც მე სამკარისად ბევრი მაქვს, ბუნებრივია ნებისმიერს გააღიზიანებს.
მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ . კომპანიის აღმასრულებელი დირექტორობა, უფლებას არმაძლევს ვიყო ტელევარსკვლავი. ეს არის რისკი ჩემი კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის. ამიტომაც, სერიოზულ კითხვებზე და ბრალდებებზე საპასუხოდ, იურიდიული დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი ნადეჟდა ტიტოვა მყავს, რომელიც მზად არის წარადგინოს ნებისმიერი დოკუმენტაცია და კომპანიის გადაწყვეტილება სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად. მზად ვარ ჩემი ქმედებებიც ავხსნა, თუკი ჩემი კომპანიის მიმართ პრეტენზიები ლოგიკური იქნება და სასამართლოს წინაშეც წარვსდგე. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სხვა დანარჩენ შემთხვევებს ყურადღებას არ ვაქცევ და ვერც მოვცდები. რადგან მე ვაშენებ ყველაზე ძლიერ საკომუნიკაციო კომპანიას მთელს ქვეყანაში და ვიმედოვნებ, რომ ამ ბიზნესში საერთაშორისო მოთამაშე გახდება. ასე რომ არც დრო მაქვს და არც სურვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42