მარგველაშვილის თქმით, საქართველო არსებობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მსოფლიო რუკაზე გამქრალი იმპერიების ფონზე საქართველო კვლავ ამაყად არის დაფიქსირებული.
"პოლიტიკოსები გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დაგვჭირდეს თქვენი ნიჭის, უნარის, მამაცობის ცხოვრებაში და ბრძოლაში ნახვა, მაგრამ ამავე დროს თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის უნდა იყოთ ძალიან ფხიზლად.
თქვენი მომზადება, თქვენი უნარი, ვაჟკაცობა გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება დაცული და ჩვენი მოქალაქეების მშვიდი ძილი არასდროს იქნება შელახული. თქვენ დგახართ იქ, სადაც იდგნენ თქვენი მშობლები, სადაც იდგნენ წინაპრები, სადაც არაერთი ქართველი იდგა საუკუნეების განმავლობაში, უდიდესი იმპერიების წინააღმდეგ იდგა ისეთ რეალობაში, როდესაც შეუძლებელი იყო გამარჯვება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით.
ჩვენმა ქვეყანამ ბევრს გაუძლო, არ გატყდა ჩვენი წინაპრების სული, არ გატყდება ჩვენი სულიც. ამის მაგალითი არის ის, რომ დღეს ვზეიმობთ სახელს საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძისას. თქვენ თქვენი მუშაობით უკვდავყოფთ მის სახელს; ამის მაგალითია, რომ აქ იმყოფებიან გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, აქ იქნებიან მისი შთამომავლები, მათი შთამომავლებიც და ამის კვალს ვერავინ ვერ წაშლის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
გიორგი მარგველაშვილი ცენტრის დაარსებიდან 12 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაეწრო.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






