საკრებულოს დეპუტატები კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს ემუქრებიან.
როგორც დღეს საკრებულოს სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ გოჩიტაშვილი კასპის ბიუჯეტიდან დაკარგულ თანხას არ დააბრუნებს, მას სასამართლოში უჩივლებს.
ბეჟიტაშვილის ინიციატივას დეპუტატი რობერტ კავთიაშვილიც უერთდება.
საუბარია 18 ათას ლარზე, რომელიც 2013 წელს გათავისუფლებულ ექვსი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა.
კერძოდ, გოჩა გოჩიტაშვილმა 2013 წელს, მას შემდეგ რაც იგი გამგებლის პოსტზე დაინიშნა, მისი წინამორბედის ოლეგ იაძის მიერ დანიშნული რწმუნებულები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რწმუნებულემბა გამგებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გააპროტესტეს, მოსამართლემ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და თანამდებობებზე აღადგინა.
სახელფასო განაცდურის (18 ათასი ლარი) ანაზღაურება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდა. გოჩა გოჩიტაშვილი პირობას დებს, რომ თანხას ბიუჯეტში საკუთარი ხელფასიდან დააბრუნებს და დასძენს, რომ ეს მისი კეთილი ნება.
მასალის გამოყენების პირობები






